პარლამენტმა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირა

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 81 ხმით, ერთხმად დაუჭირა.

პროექტი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

მომხსენებლის, ბექა დავითულიანის განმარტებით, კანონის პროექტით აგრეთვე განისაზღვრება შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესი.

Scroll to top